25 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო

მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო.

გიორგი კალანდარიშვილი პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ცესკოს მზადების პროცესსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე ესაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება არჩევნების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს. ელექტრონული არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმირების კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.

„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით გვქონდა შესაძლებლობა, რომ მისთვის და მთავრობის წევრებისთვის გაგვეცნო ის სიახლეები, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა იმ უპირატესობის შესახებ, რომელიც ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების პირობებში იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც პირდაპირ თავსებადი არის იმ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც ამ მიმართულებით გამოიყენება," - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები