25 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი

უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ხელახლა პარლამენტში შეტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ევროკავშირი იხსენებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ გასული წლის საჯარო დაპირებას მსგავსი კანონმდებლობის "უპირობოდ უკან გაწვევის " შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია.

"ეს ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გამოცხადებულ მიზანს, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები