25 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა და უარყვეს ამ კანონის მიღება" - მეთიუ მილერი კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახალ დაინიცირებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი გამოეხმაურა. მეთიუ მილერი, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აცხადებს, რომ ნახა ცნობები, რომ განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას. მისივე თქმით, გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ.

"ვნახეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,"- აცხადებს მეთიუ მილერი.

დღის ამბები