25 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
"ოცნებამ" ბოლო ბრძოლა გამოაცხადა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ - აქუბარდია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით,  უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენით, "ქართულმა ოცნება" საქართველოს განცხადებული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გამოაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ქართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის შეუპოვარ ბრძოლას გააგრძელებს.

"ოცნებამ" ბოლო ბრძოლა გამოაცხადა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ - გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. ამ მოცემულობაში, ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა არის ის, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"გირჩის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უმრავლესობას კანონის მიღება არ გამოუვა და ისინი ამისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობენ.

"ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თვიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს. ეს ბრძოლა გაგრძელდება - არა რუსულ კანონს. საქართველო ივლის წინ ევროპისკენ",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". 

დღის ამბები