25 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიას სტუმრობს

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიას სტუმრობს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ბრაზილიასთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში.

"ვიმსჯელეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი თანამშრომლობის მიმართულებით. ბრაზილიამ კიდევ ერთხელ ცალსახად და მყარად დაგვიდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვისაუბრეთ იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. 2023 წელი გვქონდა საკმაოდ წარმატებული, გვქონდა ზრდა ორმხრივ ვაჭრობაში და მომავალში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ბრაზილიელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა მათი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. მინისტრებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობებიც.

დღის ამბები