25 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს - საბჭომ 17 კანდიდატიდან 3 უნდა აირჩიოს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა უკვე მოუსმინეს ლიანა კაჟაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წევრია. გასაუბრების დროს კითხვები ძირითადად მის საქმიანობას, მოტივაციას და გამოცდილებას ეხებოდა.

დაგეგმილია კიდევ ორი კანდიდატის, ალექსანდრე კობაიძისა და ეკატერინე კულულაშვილის მოსმენა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად, კონკურსი 24 იანვარს გამოაცხადა.

საბჭომ 17 კანდიდატიდან 3 უნდა აირჩიოს. შემდეგ კი პროცესი საკანონმდებლო ორგანოში წარიმართება.

დღის ამბები