25 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
კინოთეატრ "ამირანში" ანიმაცია "ელენე დარიანის" პრემიერა შედგა

"ელენე დარიანი" - ამ სახელწოდების თოჯინური ანიმაციის პრემიერა შედგა კინოთეატრ "ამირანში". ფილმი სტუდია "ფანტასმაგორიას" გუნდმა შექმნა.

15 წუთიანი თოჯინური სურათი სიყვარულზეა - ეს სწორედ ის გრძნობაა, რომელსაც ეხება ელენე დარიანის ლექსები.

ანიმაციაში უხვად არის ის სიმბოლოებიც, რომელიც ლექსებშიც ხშირად გვხვდება. ფილმის შემქმნელების ინფორმაციით, ანიმაციის გადაღების მსგავსი ტექნოლოგია საქართველოში პირველად გამოიყენეს.

"ელენე დარიანმა" "ანესის" ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვა. მალე შედგება ევროპული პრემიერაც.

დღის ამბები