25 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
22 მარტს მომხდარი ტერაქტის კვალი უკრაინამდე მიდის - ოფიციალურ განცხადებას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს, რასაც თავის მხრივ ცინიკურს უწოდებს უკრაინა

მოსკოვის შემოგარენში, 22 მარტს მომხდარი ტერაქტის კვალი უკრაინამდე მიდის - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ეს არ არის ერთადერთი ტერორისტული აქტი, რომელსაც "კიევამდე მივყავართ".

უწყება მოითხოვს, უკრაინამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა, ჩააბაროს დამნაშავეები და აუნაზღაუროს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი. დამნაშავეთა შორის სახელდება უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელიც, რომელსაც მოსკოვი ყირიმის ხიდის აფეთქებაში ადანაშაულებს.

რუსეთის ამ განცხადებას ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე ცინიკურად აფასებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში.

დღის ამბები