25 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ყველაფერი UEFA EURO 2024 შესახებ - ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება

ყველაფერი UEFA EURO 2024 შეხვედრების შესახებ - ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება. მთავარი ტიტულისთვის 24 ქვეყანა იბრძვის, მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა. შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. "ევრო 2024-ზე" სულ 6 ჯგუფია. საქართველო ჩემპიონატის 22-ე მონაწილე გახდა და F-ჯგუფში მოხვდა. საქართველო 24 ქვეყნიდან ერთადერთი დებიუტანტია. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.

ევროპის მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ზუსტად 75 დღეში დაიწყება, ეს იქნება ერთთვიანი ზეიმი. პირველი შეხვედრა გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გაიმართება! გერმანია ევროპის 3 გზის და მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონია.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მიიღო და 53 ქვეყნიდან 24 საუკეთესოთა შორის მოხვდა.

18 ივნისი - ისტორიული წარმატების შემდეგ მორიგი ისტორიული თარიღი, სწორედ ამ დღეს იქნება ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ყურადღების ეპიცენტრში. საქართველოს ნაკრები მეზობელი თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. თამაში დორტმუნდში გაიმართება. არენაზე, რომელიც 81 365 000 გულშემატკივარს იტევს. წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის, თურქეთს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს.

"ჯვაროსნები" მეორე შეხვედრას უკვე ჰამბურგში ჩაატარებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის ნაკრების დამარცხებას შეეცდება. ორ ქვეყანას "ვოლკ სპარ შტადიონი" უმასპინძლებს, რომელსაც 58 000-მდე ადამიანის დატევა შეუძლია.

ჩვენი გუნდი მესამე მატჩს პორტუგალიასთან გამართავს. შეხვედრას "გელზერ-კირ-ხენის" არენა, 26 ივნისს უმასპინძლებს. პორტუგალია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია, გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ჯერ კიდევ 2016 წელს მოიპოვა - თან ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

განსაკუთრებით საინტერესოა როგორი იქნება კრიშტიანუ რონალდუსა და ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა ერთ მოედანზე. რონალდუ კვარაცხელიას ბავშვობის კუმირია და არაერთხელ უთქვამს, ისიც რომ მისთვის მისაბაძი ფეხბურთელია.

ახლა ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და წარმატების იმედიც გვაქვს. ჯგუფებიდან, პირველი და მეორე ადგილის მქონე გუნდები ავტომატურად გადიან შემდეგ ეტაპზე. რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ ნაკრებებს, მესამე ადგილზე გასული ექვსიდან, საუკეთესო შედეგის მქონე 4 გუნდს, დამატებით ექნება შანსი შემდეგ ეტაპზე გადასვლის.

დღის ამბები