25 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტიის "ახალი" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც გვარამია ადასტურებს, რომ "მთავარმა" გრანტი მოიგო, მაგრამ მიზნობრიობის გარეშე.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი ქვეყანას ყიდის.

"საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას! სამშობლო არ იყიდება”, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები