სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ აზაზში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ბაზარში მომხდარი შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
აფეთქება მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებისას მოხდა. პასუხისმგებლობა არავის აუღია.