თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტულმა კომპლექსმა, "მხიარულ სტარტებს" უმასპინძლა.
თამაშებში მონაწილეობა 4 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეებს შეჯიბრებებსა და დაბრკოლებების გადალახვაში, საქართველოს პარლამენტის წევრებიც ეხმარებოდნენ.
მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. "მხიარული სტარტების" მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაა.