25 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტს განაგრძობს

საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს, არგენტინის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა მინისტრის ვიზიტს სამხრეთ ამერიკის რეგიონში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო დონეზე კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ეწვია ქალაქ ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც თანამშრომლობის მემორანდუმი ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს და თბილისის საკრებულოს შორის გაფორმდა. მინისტრი შეხვდა არგენტინაში მყოფ ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებს.

დღის ამბები