ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ძებნის ოპერაციაში ჩართული მაშველების რაოდენობა გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკა ვერ შედის, რადგან რელიეფი ამის საშუალებას არ იძლევა.
მაშველები მიუვალ ადგილას ვერტმფრენით გადაჰყავთ. ისინი ნიჩბებით ცდილობენ მუშაობას. ძებნა-შველის ოპერაცია დილიდან განახლდა, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
ცნობისთვის, ადგილობრივები ხუთი ბურნით შავი კლდის მიმართულებით მიდიოდნენ, ხუთიდან ოთხმა გაასწრო ზვავს და უსაფრთხო ადგილას გავიდა. ერთს ამ დრომდე ეძებენ.