25 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
საქართველოში ვარსკვლავების ათვლა იწყება - Starring Georgia-ს 2024 წლის მუსიკალურ სეზონს OneRepublic გახსნის

საქართველოში ვარსკვლავების ათვლა იწყება. მუსიკალურ ორბიტაზე 2024 წლის პირველი OneRepublic-ია. გრემის და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ჯგუფი Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს ხსნის. ამერიკული როკ-პოპ ბენდი ქვეყანაში პირველად ჩამოვა. OneRepublic - თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო Live-შემსრულებლის კონცერტს, მსმენელი 10 მაისს მოუსმენს.

კვლავ საქართველოში და კვლავ Black Sea Arena-ზე - "Scorpyons" შეკვეთილში მეორედ ჩამოვა. ლეგენდარული გერმანული ჰარდ-როკ ბენდი, რომელმაც Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო, ამჯერად საქართველოს ბოლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ყველა თაობის საყვარელი ჯგუფი, მილიონობით გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე სტუდიური ალბომით, - Scorpyons საქართველოში კონცერტს, 31 მაისს გამართავს.

გარდა ამისა, Brit award გამარჯვებული, თანამედროვე ჯგუფი Jungle საქართველოს პირველად, 19 აგვისტოს ესტუმრება.

Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის თარიღები უკვე ცნობილია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. Black Sea Arena-ს ვარსკვლავურ სიაში, კიდევ რამდენიმე საერთაშორისო არტისტის კონცერტია დაანონსებელი. უკვე ცნობილი ვარსკვლავებიდან კი ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად, ონლაინ პლატფორმებზე დაიწყება.

Starring Georgia, ანუ აყევი ვარსკვლავებს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული ორ წლიანი პროექტია. ქვეყანამ არაერთ მეგა ვარსკვლავს უკვე უმასპინძლა, მათ შორის იყო ბრუნო მარსი, Imagine Dragons და The Killers. ახლა კი 2024 წლის დროა - წინ ქვეყანას დიდი მუსიკალური ვარსკვლავური ორბიტა ელოდება.

 

 

დღის ამბები