25 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ბექა ოდიშარია - ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და აშშ-ში არ გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და აბსოლუტურად ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში

"ეს არის ე.წ. ვეტინგი. ქართველი მოსამართლე "გააშავეს", ლამის იყო დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს ამ გადაწყვეტილების გამო. აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მას მხარს უჭერს და აბსოლუტურად არ შეაქვს ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეში და სამართლიანობაში. ეს არის კეთილსინდისიერებაზე შემოწმება. ხოლო, გვარამიას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ გაძარცვავ ბანკს, შენს ტელევიზიას თუ შენს ოჯახს, დამნაშავე დამნაშავეა," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

პოლიტიკური პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

დღის ამბები