25 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
"არ მაქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი" - პაატა მანჯგალაძე ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის შესახებ

7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მივიდნენ ადგილზე.

პარტიის "სტრატეგია აღმაშენებელი" ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი ადამიანი გაწიროს, თუ მის პოლიტიკურ მიზნებს დასჭირდება.

"არ მაქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი. თუ ლაზარეს გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, თავისი მიზნებისთვის, ნურავინ ვიქნებით მშვიდად - ნებისმიერ გაწირავს ხელისუფლება, თუ მის პოლიტიკურ მიზანს დაჭირდება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტიის "გირჩი- მეტი თავისუფლება" თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოსგან დადებითი მოლოდინები არ აქვს.

"ამ სასამართლოსთან მიმართებაში, კარგი მოლოდინი არ მაქვს. ასეთი სასამართლოები იმართება რეგულარულად. ლაზარე, უბრალოდ, სიმბოლურად იქცა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.

დღის ამბები