რუსთავში ახალი, სპორტის სასახლე პრემიერ-მინისტრმა და ufc-ის ჩემპიონმა ერთად გახსნეს . ორსართულიანი, დახურული ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსის მთავარი დარბაზში, ირაკლი კობახიძეს და ილია თოფურიას სპორტსმენები და გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. ჩემპიონმა ბრძოლის დროს მოპოვებული ქამარი დღეს, მშობლიურ ქალაქში ჩაიტანა.
ახალი შენობა პრემიერმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. მრავალფუნქციური სპორტული კოპლექსი 25 ათას კვ/ მზეა მოწყობილი. ორსართულიანი შენობა 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას მომემსახურება. მთავარი დარბაზი 1500 მაყურებელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია გასახდელები, საშხაპეები, დასასვენებელი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზი და ღია კაფე. კომპლექსი აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია რეკრეაციული ზონაც- საფეხმავლო ბილიკები, 85 ავტომანქანაზე გათვლილი ღია ავტოსადგომი და დამონტაჟებულია გარე განათების ლამპიონები. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა . მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება კი 24 მილიონი ლარია.
დღევანდელ ღონისძიებაზე ის რუსთაველი სპორტსმენები დააჯილდოვეს , რომლებმაც 2023 წელს საერთშორისო ასპარეზზე სხვადასხვა სპორტულ სახეობებში გამარჯვება მოიპოვეს. უსაჩუქროდ არც ufc-ის ( უ-ეფ-სის) ჩემპიონის გულშემატკივრები დარჩენილან. ღონისძიების დასასრულს ილია თოფურიასგან სამახსოვრო ფოტოები და ჩემპიონის ავტოგრაფი მიიღეს.