25 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
დღეს საქართველოში რეგისტრირებული არის მილიონ 711 ათასი მანქანა, თითქმის, მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა საქართველოში - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, თითქმის მილიონით არის გაზრდილი.

ასევე გომელაიურის განცხადებით, გაზრდილი ჯარიმები რომ არა, შესაძლოა, ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, დღეს არსებულთან შედარებით, ორმაგი ყოფილიყო.  

"ჯარიმები გაიზარდა, თუმცა მანქანების რაოდენობაც გაზრდილია, თუნდაც შემთხვევები, რატომ მოხდა მეტი გარდაცვალება?! დღეს საქართველოში რეგისტრირებული არის მილიონ 711 ათასი მანქანა. თითქმის, მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა საქართველოში, ასევე მოტო ტექნიკა, რაც არის ავარიის ხშირი შემთხვევა, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვალებით მთავრდება. ეს რომ არ გავაკეთოთ დარწმუნებული ვარ ორმაგი და სამმაგი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები