25 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე, მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში  განვითარებულ მოვლენების შესახებ იმსჯელეს. 

მთავარი განსახილველი საკითხი, კვლავ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო. ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. 

"დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. ეს პოზიცია არის უაღრესად ცინიკური და ვისმენთ  იმას, რომ ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით. ასევე, თავისუფალ გადაადგილებას მიეძღვნა ძალიან ვრცელი დისკუსია. გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რა დროსაც, არა ნაკლებ აქტუალურია ხოლმე უკანონო დაკავებების პრობლემა, ისევე როგორც სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს. ამაზე კონსულტაციები გრძელდება და ვიქნებით პერმანენტულ კონტაქტზე, მათ შორის ცხელი ხაზის მეშვეობითაც,“ - აცხადებს ირაკლი ანთაძე. 

დღის ამბები