რომაული ქანდაკება, რომელიც დაახლოებით 2 000 წლისაა, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ პიტერბოროში, ავტოსადგომის მშენებლობისას, მუშებმა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ქანდაკება ერთ-ერთია იმ არტეფაქტებს შორის, რომლებიც, მე-18 საუკუნის ბოლოს, იტალიელმა ვაჭრებმა მრავლად მიჰყიდეს თავიანთ ქვეყანაში ჩასულ უცხოელ არისტოკრატებს.
მარმარილოს ნამუშევრის შექმნის სავარაუდო თარიღი ქრისტეს შობიდან პირველი ან მეორე საუკუნეა. მისი გამოფენა "ბერლი ჰაუსის" რეზიდენციაში იგეგმება.