არგენტინაში საპროტესტო აქცია ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბუენოს-აირესში მომიტინგეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა, არიან დაკავებულებიც.
პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა ბუენოს-აირესის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვაც სცადეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. შეტაკებების დროს ორი პოლიციელი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა.
არგენტინის დედაქალაქში შეკრებილებმა, აქციის დაშლამდე, პრეზიდენტ ხავიერ მილეის ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გააპროტესტეს, რომლებმაც, მათი მტკიცებით, ქვეყანაში ინფლაცია და გადასახადების ზრდა გამოიწვია.