25 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ბაწარაული - მაღალი ხარისხის ხმლის ჭედვის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც დაკარგვის პირას იყო, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაბრუნდა

ბაწარაული - მაღალი ხარისხის ხმლის ჭედვის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც დაკარგვის პირას იყო, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაბრუნდა. ცნობილმა ქართველმა მჭედლებმა შენადუღი ჯავარდენის ფოლადის, ე.წ. დამასკურის ტექნოლოგია აღადგინეს და დღეს დაინტერესებულ პირებს ასაკის შეუზღუდავად ასწავლიან, როგორ გააერთიანონ ერთ ნაკეთობაში რკინის შოლტები და ფირფიტები ჭედვის განსაკუთრებული ტექნოლოგიით.

ბაწარაული საქართველოში, ჭედვის ტექნოლოგიაზე მეტად, მაღალი ხარისხის, კარგ და გამძლე ხმალს აღნიშნავდა. ბაწარაული ხშირად გვხვდება ფშაურ ხალხურ პოეზიაში, მაღალი ღირსების ხმლის ეპითეტად კი, თავის ერთ-ერთ პოემაში, ის ნახსენები აქვს ვაჟა-ფშაველასაც.

დღის ამბები