25 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს ხელისუფლების წინააღმდეგ არგუმენტების გარეშე დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს, რაც სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაა.

მისივე თქმით, დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც სასამართლოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"მე ვერ ჩავერევი სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ რაც შეეხება უზენაესის ორ მოსამართლეს, მგონია, რომ ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ. ეს არის მაქსიმუმი, რა განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო. ჩემი საქმე და არავის საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება.

რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას – ერთადერთი ორგანო, კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ და ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შემდეგ ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს. ამიტომ ვერ მიმართავენ ვერც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები.

ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, არის კატეგორიულად მიუღებელი ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლოს ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივად სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ. სასამართლო ხელისუფლება, ისევე როგორც ხელისუფლების ყველა სხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“,- განაცხადა ირაკლი

დღის ამბები