25 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
მაისის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, უკვე გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ანაკლიის პორტის სამუშაოებს - ირაკლი კობახიძე

მაისის ბოლოსთვის, სავარაუდოდ უკვე გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს - ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება იგეგმება.

"ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია, მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ უკვე გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტულ სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები