25 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასა, აირჩიოს საკუთარი გზა - იენს სტოლტენბერგი

საქართველოს უახლოეს მომავალში ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიანსის გენ-მდივანმა გასული წლის შეჯამებასთან ერთად მედიის კითხვებს უპასუხა. 

იენს სტოლტენბერგმა ყურადღება რეფორმების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა.

"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ნატო ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვის მომზადებასა და განვითარებაში. ნატოს სამი სახელმწიფო შავი ზღვის გარშემო, შემდეგ უკრაინა და საქართველო, როგორც ახლო პარტნიორები ძლიერად არის წარმოდგენილი შავ ზღვაში. შავ ზღვას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასა, აირჩიოს საკუთარი გზა.

საქართველოში არაერთხელ ვიყავი. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და გავარკვიო, როგორ შეგვიძლია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩემი გზავნილი საქართველოსთვის არის, რა თქმა უნდა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ ნატო ეფუძნება ძირითად ღირებულებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ეს სტანდარტები შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ." - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

 

დღის ამბები