25 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
თებერვალში აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მყარად გაიზარდა - Reuters

საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, თებერვალში, აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მყარად გაიზარდა, რაც მიუთითებს ინფლაციის გარკვეულ მდგრადობაზე, რამაც შეიძლება ივნისში ფედერალური სარეზერვო ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება შეაფერხოს, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

შტატების შრომის დეპარტამენტის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში გაიზარდა 0.4%-ით. თებერვლამდე 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.2%-ით გაიზარდა. იანვარში ინფლაციის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წლის დასაწყისიდან ფასების მატებით. საკვებისა და ენერგიის არასტაბილური კომპონენტების გამოკლებით, გასულ თვეში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.4%-ით არის გაზრდილი.

დღის ამბები