ოპერაციები ანესთეზიის გარეშე, მკურნალობის გარეშე დატოვებული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ხრწნამდე მისული ჭრილობების დამუშავება შეზღუდული სამედიცინო საშუალებებით, - ასე აღწერს BBC ღაზაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას. როგორც ადგილობრივი ექიმები ბრიტანულ მაუწყებელთან ჰყვებიან, ტკივილგამაყუჩებლების დეფიციტის გამო, პაციენტები საათობით ყვირიან.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, სიტყვებით შეუძლებელია ღაზის ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარების აღწერა.
ჯანმოს ცნობითვე, ღაზის სექტორის 23-მა საავადმყოფოს მუშაობა სრულად შეწყვიტა, 12 ნაწილობრივ ფუნქციონირებს, ერთი კი - მინიმალურად.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ "ჰამასი" "სისტემურად იყენებს საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებს თავისი ტერორისტული საქმიანობისთვის".