საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება. იტალიელ ადმირალს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ჩიქოვანმა იტალიის მხარეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა. ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის დასასრულს, იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.