25 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოხატავს მზაობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.

დღის ამბები