25 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ინტელექტუალური ცდომილებაა მათ შორის, არ შეიძლება, ნიკა მელიასნაირ არასანდო ადამიანს ვინმე ენდოს, ღალატი ან შეგიძლია, ან არა - თაკო ჩარკვიანი გვარამია-მელიას ერთობაზე

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", ოფიციალურად, თვის ბოლოს პარტიის ყრილობაზე დაფუძნდება. ოპოზიციაში საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, თაკო ჩარკვიანისთვის გაუგებარია, გვარამიასთან როგორ უნდა გაერთიანდეს ნიკა მელია.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, მათ შორის, სულ მცირე, ინტელექტუალური სხვაობაა:

"ამ 2 ნიკადან, ნიკა გვარამია მესიმპათიურება, ამიტომაც დამენანა ძალიან. მგონია, რომ ცოტა ინტელექტუალური ცდომილებაა მათ შორის. არ შეიძლება, ასეთ არასანდო ადამიანს საერთოდ ვინმე ენდოს. ღალატი ან შეგიძლია, ან არა. რაზეა გათვლა ვერ ვხვდები - შუა ხმებზე? - გამორიცხულია ყოფილ პროკურორებთან მივიდეს შუა ხმა. ხალხს თუ რამე არ მოსწონდა ეს იყო ძალოვანი სტრუქტურები, ახალაიას ყოფილი თავდაცვის მინისტრის მომხრეთა ფრთა. შეუძლებელია, ძველ პროკურორებსა და აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელს მიჰქონდეთ ძველი ხმები. სააკაშვილის ხმები არ დაიძვრება, მას სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

დღის ამბები