25 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
შევთავაზებ პარლამენტს, რომ ესპანეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, ეს ერთადერთი გზაა, რომ ისრაელმა და პალესტინამ თანაცხოვრება შეძლონ - პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის პარლამენტს მალე შესთავაზებს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

პედრო სანჩესის თქმით, მისი პოზიცია ღაზასთან მიმართებაში ძალიან ჰგავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის ინტერვენციის შემდეგ.

"შევთავაზებ საკანონმდებლო ორგანოს, რომ ესპანეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ამას ვაკეთებ მორალური რწმენით, სამართლიანი მიზნებისთვის და იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომ ორმა სახელმწიფომ ისრაელმა და პალესტინამ თანაცხოვრება შეძლონ", - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები