ბაკურიანი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს "გიზ-გიზი“ მასპინძლობს. გუდაურის და მესტიის შემდეგ, ფესტივალი სწორედ ბაკურიანში ტარდება.
ადგილობრივებსა და ბაკურიანის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ - დასწრება თავისუფალია. "გიზ-გიზის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტები.
ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. ფესტივალის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია, მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა.