პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვრის ბლოკადის შეწყვეტას არ აპირებენ, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახური პოლონელ ფერმერებსა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პოლონელი ფერმერების ლიდერებთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და არსებულ ვითარებაში გარდატეხა არ შეუტანია.
ერთ-ერთმა ფერმერმა აღნიშნა, რომ მთავრობასთან საბოლოო ურთიერთგაგება არ არსებობს, ფერმერებმა ტუსკს მოუსმინეს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელიან. მისი თქმით, ფერმერების მხრიდან პროტესტისა და საზღვრის ბლოკადის შეწყვეტაზე საუბარი ჯერ არ არის.
შეგახსენებთ, პოლონელი ფერმერები ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმებას და პოლონეთში უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანას ეწინააღმდეგებიან.