25 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში, საომარი ოპერაციისას კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპა - ინფორმაცია "ქართულმა ლეგიონმა" გაავრცელა. ორივე მათგანი "ლეგიონის" წევრები იყვნენ და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდნენ.

" ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრები გამოყვანილია ფრონტის ხაზიდან.
ნოდარ ნასიროვს, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავდა, უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები