პირს, რომელმაც "პიტბულის" ჯიშის ძაღლს სხვა ძაღლი დააკბენინა და მოაკვლევინა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
საგამოძიებო უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია.
დადგინდა, რომ დანაშაული თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მოხდა. მოგვიანებით ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.
მსგავსი სახის დანაშაულზე სასჯელი მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უკვე მომზადდა.