25 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
გლობალური ხარვეზი სოციალურ ქსელებში - "ფეისბუკი", "მესენჯერი" და "ინსტაგრამი" ამ დროისთვის გათიშულია

მთელს მსოფლიოში "მეტას" მომხმარებლებს პრობლემა შეექმნათ. გლობალური სოციალური ქსელები: "ფეისბუკი", "მესენჯერი" და "ინსტაგრამი" ამ დროისთვის გათიშულია და მომხმარებლები ვერცერთი პლატფორმით ვერ სარგებლობენ. 

ამ ეტაპზე არცერთი სოციალური ქსელი მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგალითად "ფეისბუკის" შესაბამის ველში პაროლისა და მომხმარებლის სახელის აკრეფისას, ავტომატურად ფიქსირდება "შეცდომა" და მომხმარებელი საკუთარ "ექაუნთზე" შესვლას ვერ ახერხებს. 

რამ გამოიწვია მასშტაბური ხარვეზი, ან როდის იქნება ისინი ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით უცნობია. Meta-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 56% ამბობს, რომ შეფერხებით მუშაობს ვებგვერდი, 24% წერს არ მუშაობს აპლიკაცია, 20% კი ამბობს, რომ Facebook-ზე საერთოდ ვერ შედის.

ანალოგიური პრობლები შეინიშნება Instagram-ზეც. მომხმარებლების 62% აპლიკაციით ვერ სარგებლობს, 26% ვერ "სქროლავს", 12%-ს კი აპლიკაციაში შესვლის პრობლემა აქვს. 

 

დღის ამბები