25 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
თქვენ რომ არ დაგებრალებინათ სრული სიცრუე, სასამართლოში სიარული არ მოგიწევდათ - ირაკლი კობახიძე "TV პირველს" თამარ ზაალიშვილის სარჩელის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს თამარ ზაალიშვილის სარჩელის შესახებ დაუსვეს კითხვა. მისი შეფასებით სარჩელი სიცრუის გაჩუმების მცდელობაა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მედიასაშუალებას რომ არ ეცრუა, სასამართლოში სიარულიც არ მოუწევდა.

"თქვენ რომ არ დაგებრალებინათ სრული სიცრუე, ამ შემთხვევაში, არ მოგიწევდათ სასამართლოში სიარული. სიცრუის გაჩუმების მცდელობა არის ეს. რომ არ მოგატყუეთ, არ მოგიწევდათ სასამართლოში სიარული. მოიტყუეთ, ამიტომაც გიწევთ სასამართლოში სიარული", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თამარ ზაალიშვილი "TV პირველის" წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მედიასაშუალებას კომპენსაციის გადახდა ეკისრება.

დღის ამბები