25 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ცესკომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება - თუ რადიკალური ოპოზიცია არ ენდობა ცესკოს, ეს მათი პრობლემაა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ცესკოს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცესკოს შეუძლია გამართულად არჩევნების ჩატარება და, მისივე თქმით, სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

პრემიერის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი არჩევნების დისკრედიტაციაა:

"რადიკალური ოპოზიციის მიზანია მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია, ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცესკოს დისკრედიტაცია. სწორედ ამაზეა გათვლილი ცესკოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიები, რომლებიც, თავიდან ბოლომდე, სიყალბეზეა აგებული. ასეთი კამპანიები წარსულშიც გვინახავს, თუმცა ეს არასოდეს ყოფილა წარმატებული და ვერც ამ შემთხვევაში იქნება წარმატება. რაც მთავარია, ცესკო-ს მიმართ ნდობა არის ხალხში, ქართულ საზოგადოებაში, რასაც მათ შორის სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს. თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები არ ენდობიან ცესკო-ს, ეს არის მათი პრობლემა და არა ცესკო-ს პრობლემა. მთავარია, რომ ხალხში ნდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდება გამართულად. ცესკომ დაამტკიცა, მათ შორის ბოლო - 2021 წლის არჩევნებზე, რომ მას შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და, ამ ნდობით, კიდევ ერთხელ, არჩევნები ჩატარდება ძალიან სწორად," - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

თავისი იმიჯის შელახვასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს თავად გიორგი კალანდარიშვილიც, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

დღის ამბები