25 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ ვიცავთ სიმართლეს, ჩვენ ვიცავთ ქართულ იდენტობას, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას, დეოკუპაციის გზაზე სწორ სიარულს, ამიტომ ამ ბრძოლაში ისინი ვერ გვაჯობებენ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ოპოზიცია ისევ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, თუმცა ამ დრომდე არ ასაჯაროებს გეგმას, რა კონფიგურაციით, როგორ და ვისთან აპირებს თანამშრომლობას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებამდე ყველა პარტია ემიჯნება, მათ შორის - ყოფილი თავმჯდომარეც.

ნიკა მელიას ჯერ პარტია არ შეუქმნია, თუმცა დღეს მისი ახალი საარჩევნო ნომერი, 4 გაასაჯაროვა, რომელიც, ამ დრომდე, ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნოდა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დისტანცირების მცდელობა უშედეგოა და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყველა პარტია კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" წარმოადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის რეიტინგი არის 20%-ის არეალში და მეორე 20%-ზე ძალიან ცდილობენ, რომ წარმატება მოიპოვონ, მაგრამ, მისი შეფასებით, გამორიცხულია გაიმარჯვონ.

"აღსანიშნავი ამბავია, ბატონი ნიკა და ბატონი ნიკა შეთანხმებულან და ეგ უნდა აღვნიშნოთ. წარმოიდგინეთ - ბრძოლა, ძველი გაგებით, ველზე. წინა მხარეს პიონერებად არიან "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და გვერდებიდან ფლანგებზე მოუყვებიან აქეთ მელია, იქით - ხაზარაძე, იქით - გახარია - ჩვენ მხარეს, თითქოს ჩვენკენ იბრძვის და მოღალატეების გუნდი აქეთ არის შემოშვებული, აქედან ფლანგზე ემატებიან ხაზარაძეები და ასე შემდეგ... და ამით უნდა მოიგონ ბრძოლა, თუმცა მათი რეიტინგი არის 20%-ის არეალში და მეორე 20%-ზე ძალიან ცდილობენ, რომ წარმატება მოიპოვონ, მაგრამ გამორიცხული ამბავია. ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ ვიცავთ სიმართლეს, ჩვენ ვიცავთ ქართულ იდენტობას, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას, დეოკუპაციის გზაზე სწორ სიარულს, ამიტომ ამ ბრძოლაში ისინი ვერ გვაჯობებენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები