ბერლინში ტერორისტული დაჯგუფება "წითელი არმიის ფრაქციის" ორი წევრი დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. დაშავებულები არ არიან.
პოლიცია ცდილობს, დაადგინოს არიან თუ არა დაკავებულებს შორის ძებნილი პირები. მედიის ცნობით, სპეცოპერაციაში ბერლინის პოლიციასთან ერთად ჩართული იყო კრიმინალურ საქმეთა ფედერალური სამსახური.