საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს.
სამხედროები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.
ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.