ჩეხეთის პრემიერი ადასტურებს, რომ ორშაბათს, პარიზში, უკრაინის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სამიტზე განხილვის თემა მართლაც იყო უკრაინაში ჯარების გაგზავნა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოაყენა, ძალიან მცირე დრო დაეთმო.
"ევროპაში არავინ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას", - ამბობს პეტრ ფიალა და ხაზს უსვამს, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერები ამ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანნი არიან.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, ლიდერები ამ საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში აღარ დაუბრუნდებიან.