წყალბურთის კლუბი თბილისის დინამო, ევროპის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. დინამოელები ევროთასების სადებიუტო შეხვედრას 8 მარტს, ხორვატული "პრიმორიეს" წინააღმდეგ გამართავენ. გუნდის შემადგენლობაში ორი ახალი მოთამაშეა.
საპასუხო შეხვედრა, 23 მარტს, უკვე თბილისში შედგება.