კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოში პირველად გაიმართა ევროკავშირის პროგრამის "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის" მმართველი კომიტეტის 33-ე სხდომა.
სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. შეხვედრაზე სურსათის უვნებლობის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.