25 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
თუ "ჰამასი" 10 მარტამდე მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი რაფაჰში იერიშს დაიწყებს

ისრაელი რაფაჰში სახმელეთო შეტევის დაწყების დღეს ასახელებს - ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბენი განცი ამბობს, რომ თუ "ჰამასი" 10 მარტამდე მძევლებს არ გაათავისუფლებს, რაფაჰში იერიში დაიწყება.

ამავე დროს, "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ნასერის საავადმყოფო, რომელიც ღაზის სექტორის უმსხვილესი მოქმედი სამედიცინო ცენტრი იყო, აღარ ფუნქციონირებს.

ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ ამ კლინიკაში ჰყავდა "ჰამასს" მძევლები. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელმა საავადმყოფოს პერსონალის დიდი ნაწილი დააკავა და ამჟამად 200-ს პაციენტს მხოლოდ 25 ადამიანი უვლის.

დღის ამბები