25 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. ამჯერად, საქართველო ევროკავშირის კონფერენციებში ახალი სტატუსით მონაწილეობდა.

ევროპელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით აქტიურად განაგრძობს რეფორმების გატარებას. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თუ როგორ შეიძლება არსებული გამოწვევების ფონზე ევროკავშირის წევრმა და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებმა, ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

"ასეთ ფორმატებს ვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ წინსვლას და რეფორმებს, რაც საქართველოს უკვე აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც აისახება კიდეც ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებში, განსაკუთრებით ამ მიმართულებით და, ასევე, იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და სადაც გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა და დახმარება, როგორც ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისთვის, ასევე თავად ევროკავშირისთვის საქართველოს როლის უკეთ წარმოჩენისთვის,"-აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები