25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ფაქტობრივად, დავასრულეთ ძებნა-შველის ღონისძიება და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოების ბოლო ეტაპი - თემურ მღებრიშვილი ნერგეეთის სტიქიაზე

კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს მაშველებმა სოფელ ნერგეეთში - სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე მეწყერი დაახლოებით 35 საათის წინ ჩამოწვა. მეწყერმა 10 ადამიანი მოიყოლა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა. გეოლოგების რეკომენდაციით, სოფელ ნერგეეთიდან 7 ოჯახია ევაკუირებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განმარტებით, სტიქიისას გარდაცვლილი ცხრავე ადამიანი ამოცნობილია. ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია და ახლა სოფელ ნერგეეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ცხრავე გარდაცვლილი ცხედარი ამოსვენებული. ფაქტობრივად დავასრულეთ ძებნა-შველის ღონისძიება და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოების ბოლო ეტაპი ამ დროისთვის. იდენტიფიცირებულია ყველა გარდაცვლილი, ამოცნობილია. სამწუხაროდ, არიან არასრულწლოვნებიც," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები