25 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება, მთლიანად ოპოზიციის ნარატივზეა გადასული - გივი მიქანაძე

მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ანგარიში საინტერესო არ არის, რადგან "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა ოპოზიციის დღის წესრიგზე იქნება მორგებული.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია პრეზიდენტის მოხსენებას მაინც დაესწრება, რადგან კონსტიტუციას პატივს სცემენ.

"მმართველი გუნდი დაესწრება ამ სხდომას, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ კონსტიტუციას. ჩვენთვის, ეს ადამიანი, ფაქტობრივად, არ არის პრეზიდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის დამრღვევად. სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის მთლიანად არის ოპოზიციის ნარატივზე გადასული," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა იმედოვნებს, პრეზიდენტ აღიარებს შეცდომებს და იტყვის, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

დღის ამბები