მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა, - ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.
"ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი”, - აცხადებენ უწყებაში.